
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბროლოსნის საჯარო სკოლაში სწავლა ამ ეტაპზე საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. გასულ სასწავლო წელს პანდემიის გამო ყველა სკოლა დისტანციურ რეჟიმზე იყო, სკოლის წარმომადგენელმა ონლაინ სწავლების სირთულეები გაიხსენა.
„სწავლების დისტანციური მეთოდი საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა გონივრულად დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესის შემთხვევაში შესაძლებელია მას თავი გაართვა. დისტანციური სწავლების პროცესს ერთი პრობლემა აქვს - მოსწავლეთა მხრიდან ინტერნეტ კავშირის უქონლობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბროლოსნის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანი სკოლაა და ამ ეტაპზე, ტრადიციულ სასწავლო გარემოში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.