
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში სწავლა აქტიურად, რეგულაციების და დისტანციის სრული დაცვით საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.
სკოლის წარმომადგენელი ამბობს, რომ მიუხედავად საკლასო ოთახებში სწავლებისა, პედაგოგები მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩასატარებლად აქტიურად იყენებენ ინტერნეტრესურსებსაც.
„მასწავლებლები ძალიან ხშირად იყენებენ და მომავალშიც განაგრძობენ ინტერნეტრესურსების გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა განათლების დონის ამაღალებას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.