„ონლაინ სწავლების დასრულების შემდეგაც გამოვიყენებთ ინტერნეტრესურსებს“ - თელავის N2 საჯარო სკოლაში დისტანციურად სწავლობენ
04-11-2020

თელავის N2 საჯარო სკოლაში სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. ტექნიკური პრობლემების გამო, მოსწავლეთა მცირე ნაწილი ვერ ერთვება საგაკვეთილო პროცესში.

კითხვაზე, გამოიყენებენ თუ არა პედაგოგები ინტერნეტ სწავლების მეთოდს, როდესაც სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ, სკოლის წარმომადგენელი გვპასუხობს:

„სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეთა ნაწილი ინტერნეტის ან შესაბამისი ტექნიკის არ ქონის გამო ვერ ერთვება საგაკვეთილო პროცესში. 

ინტერნეტ რესურსებს მასწავლებელთა დიდი ნაწილი ყოველთვის იყენებს სასწავლო პროცესში, მათ შორის ონლაინ სწავლების დროსაც. შესაბამისად, ონლაინ სწავლების დასრულების შემდეგაც გავაგრძელებთ ინტერნეტრესურსების გამოყენებას“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203