
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვახანის საჯარო სკოლაში მოსწავლეები აქტიურად არიან სასწავლო პროცესში ჩართულები. საკლასო ოთახებში სწავლა რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
„ჩვენს სკოლაში არ ვასწავლით დისტანციურად, რადგანაც ისედაც მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და ყველა რეგულაცია დაცულია. ყველა მოსწავლე დადის სკოლაში. ჯერჯერობით არავის დაფიქსირებია კორონავირუსი, ამიტომ ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და ვიცავთ ყველა სტანდარტს, რაც უსაფრთხო გარემოს ქმნის“,-ამბობს სკოლის დირექტორი ნანა ინასარიძე.