„რეგულაციების დაცვით ვაგრძელებთ სასწავლო პროცესს“ - საიმერლოს საჯარო სკოლაში სწავლა შეუფერხებლად გრძელდება
04-11-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები საკლასო ოთახებში უტარდებათ. მასწავლებლები ყურადღებით ეკიდებიან თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობას და რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ.

„სწავლა მიმდინარეობს საკლასო ოთახებში. ბავშვები, თითქმის ყველა მოსწავლე დადის სკოლაში და ჩართულია სასწავლო პროცესში. თუ რომელიმე მოსწავლე არ არის, ტელეფონით ყოველთვის გვაქვს კავშირი მშობლებთანაც, ზოგს პანიკიური შიში აქვს და რა თქმა უნდა, ჩვენც ვითვალისწინებთ, რომ ოდნავადაც გაციებული ბავშვი არ უნდა იყოს სკოლაში. რეგულაციების დაცვით ვაგრძელებთ სასწავლო პროცესს“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი რუსუდან დარბაიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203