გვიშტიბის სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო რესურსებს საკლასო და დისტანციური სწავლების დროს სთავაზობენ
04-11-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის სწაჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციური სწავლების დროსაც საინტერესო რესურსებს სთავაზობენ. 

კითხვებზე, რამდენად რთულია პანდემიის პირობებში სწავლება და იყენებენ თუ არა პედაგოგები ინტერნეტრესურსებს მაშინ, როდესაც სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, სკოლის დირექციამ გვიპასუხა:

„ჩვენ არ გვაქვს არჩეული სწავლების ჰიბრიდული მოდელი, მაგრამ საკმაო დატვირთვას მოითხოვს პედაგოგისაგან ორჯერ ჩაატაროს გაკვეთილი და ზოგი მათგანი უკმაყოფილებას გამოთქვამს ამის გამო, თუმცა იყო წლები, პედაგოგები ანაზღაურების გარეშე თვეობით ატარებდნენ გაკვეთილებს და დღეს რომ ამის საჭიროება დადგეს, დარწმუნებული ვარ, არ დაიხევენ უკან.

რაც შეეხება ინტერნეტ სწავლების მეთოდს, მიუხედავად იმისა, რომ 15 სექტემბრიდან გვქონდა დასწრებული სწავლება, ამ რესურსს პედაგოგები საკმაოდ კარგად და რეგულარულად იყენებდნენ და რა თქმა უნდა, მომავალშიც გამოვიყენებთ. მიმდინარე სწავლისას ინტერნეტ რესურსით ხდებოდა პედაგოგების მიერ დამატებითი რესურსების გაგზავნა, საშინაო დავალების მიცემა და ა.შ“,-ნათქვამია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203