მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში სწავლა შეუფერხებლად, რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს
04-11-2020

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. სასკოლო საზოგადეობა ამ გადაწყვეტილების მომხრეა, რადგან დისტანციური სწავლება შედარებით რთულია. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში შემუშავებული რეკომენდაციები სრულად დაცულია. 

„სამწუხაროდ, ყველა მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა და საჭიროების შემთხვევაში, ცოტათი შეფერხდება ონლაინ სწავლება, მაგრამ სკოლის გუნდი მზადაა, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, მათთან ტელეკომუნიკაციის საშუალებით მოახდინოს სწავლება.

მეტი ინფორმაციის მოძიება და მიღება განვითარების ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია, ინტერნეტ რესურსების გამოყენება კი - აუცილებელია“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203