„ვიცავთ სიფრთხილის ყველა ზომას“ - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში სწავლა რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს
04-11-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში სწავლა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ შემუშავებული რეკომენდაცია, რათა სასკოლო საზოგადოებას კორონავირუსის საფრთხე არ შეექმნას.

„ვიცავთ სიფრთხილის ყველა ზომას, რათა დაცულნი ვიყოთ როგორც მოსწავლე, ასევე სკოლაში დასაქმებული თითოეული პირი. ყველა ზომას ვხმარობთ, რომ სკოლაში პანდემიამ ვერ შემოაღწიოს და თუ ასეთი ერთი ფაქტი მაინც დადასტურდება, აუცილებლად ვაცნობებთ ჩვენს რესურსცენტრს. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენთან სწავლა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203