წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ინტერნეტრესურსების გამოყენებას საკლასო ოთახებში დაბრუნების შემდეგაც გეგმავს
04-11-2020
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დისტანციური სწავლება, მოსწავლეებში ტექნოლოგიური წიგნიერების განვითარების მიზნით, ინტერნეტრესურსების გამოყენებას კვლავ გეგმავს.
რამდენად რთულია სასწავლო პროცესის წარმართვა პანდემიის პირობებში, როცა მოსწავლეთა ნაწილი დისტანციურ სწავლებაზეა, ნაწილი კი სკოლაში დადის და გამოიყენებენ თუ არა ინტერნეტსწავლების რესურსებს პედაგოგები, როდესაც სკოლებს დაუბრუნდებიან პადნემიის შემდეგ, ამ კითხვებით სკოლის დირექციას მივმართეთ:
„სასწავლო პროცესის წარმართვა პანდემიის პირობებში რთულია იმდენად, რამდენადაც ყველა მოსწავლის ჩართულობა (ვგულისხმობ ტექნიკურ პრობლემებს და მოსწავლეთა დაბალ სოციალურ ფონს) 100% გვიძნელდება. წინა სასწავლო წელს მეტად სირთულე იყო ამ მხრივ. რადგან ახლა გამოცდილება გაგვაჩნია, Teams-ის პროგრამა ძალიან გვეხმარება სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვაში.
ტექნოლოგიური წიგნიერების განვითარება მოზარდებში ყოვლად წარმოუდგენელია ინტერნეტსერვისების გარეშე. ბუნებრივია, როდესაც სკოლაში სრულად დავბრუნდებით ამ რესურსებს გამოვიყენებთ“,-აღნიშნავს სკოლის დირექცია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“