„მშვიდობით, ლამაზო შემოდგომავ!“ - ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებლის, ნანი კვარაცხელიას ჩანახატი
04-11-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა ნანი კვარაცხელიამ საკუთარი თვალით დანახული შემოდგომა ჩანაწერით გადმოსცა. 

გთავაზობთ მასწავლებლის ჩანახატს:

„გარეთ საოცრად თბილი და ლამაზი შემოდგომა ბრიალებს წითლად, ყვითლად, ნარინჯისფრად...

მოსავალი დააბინავეს, ხილიც მოილია, ზამთარი კი მოსვლას არ ჩქარობს. შორიდან ტკბება მზედაფენილი შემოდგომის ფერებით. ყვითელი ფოთლების მუსიკა ისეთი მომაჯადოვებელია - გული ფარფატებს, ნაბიჯები შარიშურობს. ქარის წამოშრიალება ცისარტყელებს ხატავს. მაღლა ცაში შორიდან მოისმის გადამფრენი ბატების ყივილი. ახლოს კი პატარების მხიარული ჟრიამულია, ფერადი ფოთლების ზვინში ყირაზე რომ გადადიან. ეს ხმები თითქოს გათბობენ და ძალიან ლამაზ მხარეში მიჰყავხართ...

მშვიდობით, ლამაზო შემოდგომავ!“

ნანი კვარაცხელია

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203