
ახალციხის N2 საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი დღეიდან საკლასო ოთახებში განაახლა. სკოლაში განთავსებული საარჩევნო უბნის გამო, მოსწავლეები დროებით დისტანციურად სწავლობდნენ.
ადმინისტრაციამ სკოლაში დეზინფექცია ჩაატარა და მოსწავლეებს უსაფრთხო გარემო დაახვედრა.
„ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო! სწავლას ვანახლებთ 4 ნოემბერს. გელოდებით სკოლაში დიდი სიყვარულით.
P.S. სკოლის შენობაში ჩატარდა დასუფთავების სამუშაობი რეგულაციების სრული დაცვით“,-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.