
თელავის მუნიციპალიტეტის თეთრიწყლების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. სკოლაში განთავსებული საარჩევნო უბნის გამო, მოსწავლეები დროებით დისტანციურ სწავლებაზე იყვნენ გადასულები.
ამ თემაზე სკოლის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა:
„ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო (დიდი ინტერესისა და ცოტა გაუგებრობის გამო) გვინდა გაცნობით, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადადის მხოლოდ ქალაქის სკოლები და აღნიშნული არ ეხება სოფლის სკოლებს, მათ შორის თეთრიწყლების საჯარო სკოლასაც. ასე რომ, გელოდებით ყველას სკოლაში. სწავლას ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.