გრემის საჯარო სკოლამ სწავლა საკლასო ოთახებში განაახლა
04-11-2020

ყვარლის მუნიციპალიტეტის გრემის საჯარო სკოლა არჩევნების გამო რამდენიმე დღით დისტანციურ სწავლებაზე იყო. სკოლაში საარჩევნო უბანი იყო განთავსებული, ამის გამო მოსწავლეები დროებით ონლაინ რეჟიმში სწავლობდნენ.

სკოლამ ჩვეული სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დღეს განაახლა.

პედაგოგები არა მხოლოდ დისტანციური სწავლების დროს, საკლასო ოთახებში სწავლების პარალელურადაც იყენებენ ონლაინ რესურსებს.

„მასწავლებლები აქტიურად იყენებენ ინტერნეტ რესურსებს, სილქნეტის გაკვეთილებს, ტელეგაკვეთილებს. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ცვანციკას გაკვეთილები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203