
დუშეთის მუნიციპალიტეტის ზანდუკის საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახები მიმდინარეობს, თუმცა გასულ სასწავლო წელს, როგორც სხვა სკოლები, ზანდუკის საჯარო სკოლაც დისტანციურ რეჟიმზე იყო.
სკოლის დირექტორის თქმით, გამოუვალ სიტუაციაში დისტანციური სწავლება გამართლებულია, თუმცა ეფექტური და შედეგიანი საკლასო ოთახებში სწავლაა.
„სად ის, რომ პირისპირ გიზის მოსწავლე და სად, რომ ეკრანიდან ხედავ. კომუნიკაცია ყველაზე მთავარია, მე მაგალითად, არ მომწონს დისტანციური სწავლება. ერთ და ორ ბავშვთან არაუშავს, მაგრამ ბევრ მოსწავლესთან რთულია, რადგან მხედველობის არედან ბევრი რამ გამოგრჩება“, - ამბობს დირექტორი ჟუჟუნა წიკლაური.