
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოროლისთავის საჯარო სკოლა მთლიანად დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული. მოსწავლეები ონლაინ გაკვეთილებში ხალისით ერთვებიან. ისინი იძიებენ საინტერესო რესურსებს, საჭიროების შემთხვევაში კი სახლის პირობებში, თავადაც ქმნიან.
„ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი სკოლა მთლიანად გადასულია დისტანციურ სწავლებაზე. სასწავლო პროცესის წარმართვა იმდენად რთული არაა, რამდენადაც გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ხშირად ითიშება ინტერნეტი, დაბალი სიხშირის გამო ზოგჯერ ყველა ვერ ახერხებს „თიმსის“ პროგრამაში შემოსვლას, ჩვენი სოფელი მთაგორიანია, ზოგიერთ ოჯახში სატელეფონო კავშირიც კი ჭირს. ამიტომ, პირველ რიგში, ეს პრობლემა უნდა მოწესრიგდეს. მოსწავლეები ხალისით ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში, განსაკუთრებით მოსწონთ „თიმსის“ პროგრამა, იძიებენ რესურსებს, საჭიროების შემთხვევაში რესურსებს თვითონაც ქმნიან“,-აღნიშნავს სკოლის დირექცია.