აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ
04-11-2020

თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს, 4 ნოემბერს განახლდა. სკოლა არჩევნებთან დაკავშირებით ერთკვირიან დისტანციური სწავლების რეჟიმზე იყო.

„სრულდება დისტანციური სწავლების რეჟიმი ჩვენს სკოლაში. 4 ნოემბრიდან სკოლა ანახლებს სწავლებას საკლასო ოთახის რეჟიმში.

გამომდინარე პანდემიიდან, მასწავლებლები კვირაში ერთხელ ან საჭიროებიდან გამომდინარე ერთვებიან „თიმსის“ პლატფორმაში. პერიოდულად ვიყენებთ ინტერნეტ რესურსებს როგორც უფროს, ასევე დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან“,-აღნიშნავს სკოლის დირექცია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203