გორის N4 საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა
04-11-2020

გორის N4 საჯარო სკოლაში იმიტირებული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. აქტივობა მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“ პროექტის „Young Georgians vote ფარგლებში განხორციელდა.

სიმულაცია მიზნად ისახავდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მათ მონაწილეობას არჩევნების პროცესში, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრებასა და იმის გათავისებას, რომ ახალგაზრდებს აქვთ მნიშვნელოვანი „ხმა“ სახელმწიფოში.

„მადლობა „ქართლოსსა“ და პოლონურ - ამერიკულ თავისუფლების ფონდ - RITA-ს ამ შესაძლებლობისთვის. ასევე მადლობა მე-4 საჯარო სკოლის ძალიან მაგარ მოსწავლეებს აქტიურობისთვის და ამერიკის უნივერსიტეტის სკოლას სივრცის დათმობისთვის. არ დაგავიწყდეს! წადი არჩევნებზე!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203