ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლე ლაშა მარხვაიძე ახმეტის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგშია
04-11-2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლაშა მარხვაიძე ახმეტის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდა.

მოსწავლემ 55 ქულა მოიპოვა და მე-7 ადგილი დაიმსახურა.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ მას მიღწეულ წარმატებას. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახმეტაში 2 ნოემბერს გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203