
ახმეტის მუნიციპალიტეტის ჯოყოლოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მაგამედ ქუშანაშვილი ახმეტის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდა.
მოსწავლემ 57 ქულა აიღო და მე-6 ადგილი მოიპოვა. სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ მას მიღწეულ წარმატებას.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახმეტაში 2 ნოემბერს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.