ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე თორნიკე ცაძიკიძე ახმეტის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგშია
04-11-2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თორნიკე ცაძიკიძე ახმეტის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდა.

მოსწავლემ 57 ქულა დააგროვა და რეიტინგში მე-5 ადგილი დაიკავა. 

სკოლის დირექცია და მასწავლებლები მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახმეტაში 2 ნოემბერს გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203