
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქისტაურის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე სოსო ბუზალაძემ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდა.
მოსწავლემ რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა. მან 62 ქულა აიღო და სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩა პირველადგილოსანს.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები მოსწავლეს ინტელექტ-ჩემპიონატის ღონისძიებაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ.
„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ახმეტაში 2 ნოემბერს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.