კიდევ რომელ სკოლებში იქნება დისტანციური სწავლება, დიდი ქალაქის სკოლების გარდა
04-11-2020
დიდი ქალაქის სკოლები 25 ნოემბრამდე სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. დისტანციურად გაგრძელდება სწავლა ასევე იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები იყო გახსნილი და მეორე ტურებია დანიშნული.  

საქართველოს მასშტაბით, 1000-ზე მეტს სკოლაში იყო საარჩევნო უბანი გახსნილი, მათგან რამდენში იქნება მეორე ტური ჯერ არ დაზუსტებულა, რადგან ხმის დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. 

იხილეთ სკოლების ჩამონათვალი, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული

სასწავლო პროცესის გაგრძელების ფორმატზე გადაწყვეტილება, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და საზოგადოებას ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გააცნო: 

„1500-მდე უბანი იყო მოწყობილი ჩვენს სკოლებში და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეს სკოლები გადავიყვანეთ დისტანციურ რეჟიმში. ამ სკოლებს სჭირდებოდათ რამდენიმე დღე არჩევნების შემდეგ, რათა იქ განახლებულიყო სწავლა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში ჩვენ გვიწევს მეორე ტურის ჩატარება და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო უბანი  და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, მივიღეთ გადაწვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში. ასევე, შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში“.

ასევე იხილეთ:

10 დიდი ქალაქის სკოლებში 25 ნოემბრამდე დისტანციურად ისწავლიან

საბავშვო ბაღები იხურება - აღსაზრდელებისთვის საკვების დარიგება გაგრძელდება

უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების ფორმატზე გადაწყვეტილება მიიღეს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203