
ახმეტის მუნიციპალიტეტის ოჟიოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ჩაველაშვილმა ახმეტის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მე-2 ადგილი დაიკავა. ამავე სკოლის მე-11 კლასელი ირინა თათულაშვილი კი მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები მარიამს და ირინას წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახმეტაში 2 ნოემბერს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.