„ვულოცავ „ეტალონში“ გამარჯვებას ყველა მოსწავლეს“ - წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის დირექტორი
03-11-2020

წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა მებონია წალენჯიხის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ გამარჯვებულ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

„ვულოცავ მედია-პროექტ „ეტალონში“ გამარჯვებას ყველა მოსწავლეს, ხოლო ჩემი მოსწავლეების გასამხნევებლად ვიტყვი, მჯერა ჩვენს არაჩვეულებრივ სკოლაში ესტაფეტას კვლავ დავიბრუნებთ“,-აღნიშნა დირექტორმა.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება წალენჯიხაში 30 ოქტომბერს, N1 საჯარო სკოლის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართა და მასში წალენჯიხის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203