„შეიძლება, მასწავლებელს პრაქტიკოსის სტატუსი ჰქონდეს, მაგრამ ბრწყინვალე პედაგოგი იყოს“ - გელაძეების საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ანთაძე
03-11-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის გელაძეების საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ანთაძე მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის - ბერიკა შუკაკიძის იდეას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მასწავლებელი ყოველ წელს უნდა ფასდებოდეს.

„ერთი მხრივ ვეთანხმები. რა თქმა უნდა, პედაგოგები არ მოდუნდებიან, მზად იქნებიან ყოველ წუთში და თვითგანათლებაზე იმუშავებენ. თუ მასწავლებელი თავის თავზე მეტს იმუშავებს, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება სწავლების ხარისხზე.

ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს. თუ მასწავლებელი ყოველ წელს იმის ლოდინში იქნება, ამ წლის ბოლოს რა მეშველებაო, ყოველ წელს ამაზე იქნება გადართული, ამის ფიქრში შეიძლება მოსწავლე სულ დაავიწყდეს....

მინდა აღვნიშნო, რომ ისიც შეიძლება, მასწავლებელი მხოლოდ პრაქტიკოსი იყოს, შეიძლება სტატუსი ვერ მიიღოს, მაგრამ ბრწყინვალე პედაგოგი იყოს მაინც...ასეთი  შემთხვევაც გვქონია“,-აღნიშნა დირექტორმა.   

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203