„ყოველ წელს რომ პედაგოგი შეფასებისთვის ემზადება, მოსწავლესთან ნაკლები დრო რჩება“ - ზანდუკის საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა წიკლაური 
03-11-2020

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მასწავლებელთა შეფასების შესახებ ისაუბრა და რამდენიმე სიახლეც დაანონსა. მისი თქმით, მასწავლებელი ყოველ წელს უნდა ფასდებოდეს. კითხვით - ეთანხმებიან თუ არა მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელს, არის თუ არა ამის საჭიროება და გააუმჯობესებს ეს სწავლების ხარისხს? სკოლის დირექტორებს მივმართეთ.

ამჯერად, აზრს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანდუკის საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა წიკლაური გვიზიარებს. 

„თავისთავად მასწავლებელი ყოველდღიურ მზადებაშია და უნდა იყოს, ამას სისტემატიური ხასიათი უნდა ქონდეს. ყოველ წელს არა, მაგრამ ყოველდღიური მზადება საგაკვეთილო პროცესისთვის აუცილებელია. ყოველწლიურად შეფასებას რაც შეეხება, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მოსწავლესთან მიმართებაში არ ექნება შედეგი. ყოველ წელს რომ პედაგოგი შეფასებისთვის ემზადება, საკუთარი შემოსავლის წყაროსთვის და ხელფასისთვის იბრძვის და მოსწავლეებისთვის ნაკლები დრო რჩება“,- აღნიშნავს ჟუჟუნა წიკლაური.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203