
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში სწავლა 4 ნოემბერს, ორ ცვლაში განახლდება. დირექცია მოსწავლეებს ჰიგიენურ-სანიტარულად მოწესრიგებულ სკოლას დაახვედრებს და სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში წარმართავს.
„ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო. ხვალიდან, 4 ნოემბრიდან, ვაგრძელებთ სწავლას სკოლაში, ჩვეულებრივი რეჟიმით ორ ცვლაში. ჯანმრთელობას გისურვებთ და გელით“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.