„წინსვლა და წარმატებები ჩვენს სკოლასა და სოფელს“ - იანეულის საჯარო სკოლა აკურთხეს
03-11-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლა 2 ნოემბერს აკურთხეს. დირექციამ და პედკოლექტივმა ყველას მიულოცა ბერი გაბრიელის ხსენების დღე და წარმატებები უსურვეს სკოლის ყველა წარმომადგენელს.

„2 ნოემბერი წმინდა ბერი გაბრიელის ხსენების დღეა, შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა,  ჩვენ და სრულიად საქართველოს, ეს დღე ასევე ჩვენი სკოლის კურთხევის დღეა, რომელმაც მრავალი საუკეთესო ადამიანი აღუზარდა საქართველოს, სულ მუდამ წინსვლა და წარმატებები ჩვენს სკოლასა და სოფელს, უფლის კალთა გვფარავდეს ყველას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203