
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლას, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინა ვეფხვაძე, მთავარი სპეციალისტი თინათინ ბოჭორიშვილი და პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლალი სებისკვერაძე ესტუმრნენ.
სტუმრებმა ყველა პედაგოგს მიულოცეს პროფესიული დღე, წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის კი დააჯილდოვეს ხათუნა ღონღაძე.
მოლითის საჯარო სკოლა ულოცავს ხათუნა ღონღაძეს ამ წარმატებას და უსურვებს შემდგომ პროფესიულ განვითარებას!
იხილეთ ფოტოები