ახმეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია არაბულმა „ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა
03-11-2020

ახმეტის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ხატია არაბულმა „ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ ხატიას ინტელექტ-ჩემპიონატის ღონისძიებაში მონაწილეობასა და მიღწეულ წარმატებას.

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ახმეტაში 2 ნოემბერს გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203