
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები ანბანის შემობრძანებას ხალისიანი განწყობით შეხვდნენ.
„პატარებმა ასო-ბგერის გაცნობით შეაბიჯეს ანბანეთში და გზა გაიკვალეს წინ დიდი წარმატებებისკენ“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პირველკლასელებისთვის გაკვეთილი დაუვიწყარი იყო, რადგან მათ ცოდნა ულამაზესად გაფორმებულ საკლასო ოთახში, მრავალფეროვანი აქტივობებით შეიძინეს.
იხილეთ ფოტოები