
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა საინტერესო აქტივობებით და საზეიმო განწყობით დაიწყეს. მათი მასწავლებელი რუსუდან ლობჟანიძეა.
„ლამაზი და იის სურნელით გაჯერებული იყო პირველკლასელთა საზეიმო შეხვედრა ანბანთან. პატარებმა წაიკითხე ლექსები, შეასრულეს სიმღერები და გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის სათაყვანო წიგნს „დედა ენა“.
გზა დაგელოცოთ ანბანის ფერად სამყაროში პატარებო, ია-ვარდი გფენიათ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები