
თბილისის N103 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს. Iდ კლასის მასწავლებლმა, მანანა მუჩიაშვილმა თავის აღსაზრდელებს მიმართა:
„ჩემო პატარებო! დღეს თქვენ ქართული ანბანის ზღაპრული სამყაროს პირველი კარი ფრთხილად შეაღეთ. თქვენს ლამაზ წიგნში ნაზმა იამ სიყვარულით შემოგცინათ და ლურჯი თვალები აგიციმციმათ. ამოიკითხეთ უტკბილესი ფრაზა „აი ია“. ეს ის იაა, ქართული ენის საინტერესო და მადლიან სამყაროში რომ გაგიწევთ მეგზურობას. პირველ ნაბიჯებს დაგილოცავთ, ჩემო უსაყვარლესებო!!!“-აღნიშნა პედაგოგმა.
იხილეთ ვიდეო