თელავის N9 საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა
03-11-2020

თელავის N9 საჯარო სკოლაში იმიტირებული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პროექტი „U18 -მეტი შეგიძლია“ ფარგლებში განხორციელდა.

არჩევნებისათვის მზადება 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა გადაინაწილეს საარჩევნო სუბიექტების როლები, კანდიდატებმა გააცნეს საარჩევნო პროგრამები და მხარდამჭერებმა შექმნეს საარჩევნო პლაკატები და სლოგანები.

„ეს დღე კი იყო „არჩევნების“ დღე, რომელმაც ყველა წესის დაცვით ჩაიარა. საარჩევნო კომისიამ დაითვალა ხმები და გამოავლინა გამარჯვებული კანდიდატი სუბიექტი A.

ამ აქტივობის მიზანი იყო სამოქალაქო აქტივიზმის, პასუხისმგებლიანი მოქალაქის აღზრდა.

მადლობა ყველა მოსწავლეს, ვინც 2 კვირის განმავლობაში აქტიურ საქმიანობას ეწეოდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203