
ბადრი ბერანძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა პედაგოგ მერი ველიაძის მიმართ მადლიერება გამოხატეს. მშობლებმა პედაგოგს მადლობის წერილი გაუგზავნეს და გაწეული შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.
„მშობლების მადლობის წერილი მოვიდა პედაგოგ მერი ველიაძის მიმართ, რომელიც პანდემიის პირობებში, ონლაინ სწავლების დროს ბოლო წუთამდე იხარჯება, რომ მოსწავლეებს სრული იდილიაში ასწავლოს... ქალბატონი მერი მზადაა აითვისოს ყველა თანამედროვე ტექნოლოგია, რომ არ ჩამორჩეს თანამედროვე სწავლის მოთხოვნებს“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნატო შამილაშვილი.
იხილეთ ფოტო