„ჩვენ ვართ ხუნწის საჯარო სკოლის IV კლასის მოაზროვნეები“ - ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობაში ჩაერთვნენ
02-11-2020

„ჩვენ ვართ ხუნწის საჯარო სკოლის IV კლასის მოაზროვნეები“ - მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო თამაშში ჩაერთვნენ.

მასწავლებელმა აქტივობის შესახებ მათ მოულოდნელად ამცნო. მოსწავლეთა ემოცია იყო ამაღელვებელი, არ ელოდნენ, ისინი ყოველთვის წინასწარ მომზადებული ხვდებოდნენ ყოველ ღონისძიებას, ეს კი დაუგეგმავად გამოვიდა. პატარებმა კარგად იასპარეზეს.

გაიმარჯვა მარიამ ფაილოძემ მან საკმაო ქულები დააგროვო, სხვა მოსწავლეებმაც კარგი შედეგები აჩვენეს. გამარჯვებული დაჯილდოვდა სიგელით და საჩუქრით.

„წარმატებები ჩემს კლასს, მეამაყება მათი მასწავლებლობა“,-აღნიშნავს დამრიგებელი ნინო დანელია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203