
ბათუმის N20 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ბალავარის“ წევრებთან შეხვედრა დისტანციურად, teams-ის პროგრამაში გაიმართა.
განსახილველი თემა იყო: „ინიციატივა, თანამშრომლობა, მოხალისეობა“. შეხვედრა ლექციის სახით წარიმართა. ასევე იყო თვალსაჩინოება წევრებისთვის.
„შეხვედრის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხი, მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები, ინიციატივა წამოაყენეს სხვადასხვა პრობლემაზე, რომელის წერილობით დაფიქსირდა, რათა შემდგომში ერთობლივად ვიმუშაოთ და შევძლოთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
ვიდეორგოლი მოამზადა მე-8 კლასის მოსწავლემ ნინი ქამაშიძემ“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო