
თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლა არჩევნებთან დაკავშირებით ერთკვირიან დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
თორმეტივე კლასი აქტიურადაა ჩართული დისტანციურ სწავლებაში. მათ შორის პირველი კლასის მოსწავლეებიც, რომლის დამრიგებელი გახლავთ დალი ეჯიბია.
საგნის მასწავლებლები: ნინო გარუჩავა და ელისო სიჭინავა მოსწავლეებთან შეხვედრისას იყენებენ საინტერესო ციფრულ რესურსებს, რაც სახალისოს და საინტერესოს ხდის გაკვეთილის პროცესს. მოსწავლეები ინტერესიით არიან ჩართულები დისტანციურად. წახალისების მიზნით, მოსწავლეებს დამრიგებელმა გადასცა ონლაინ-სერტიფიკატი დისტანციურ სწავლებაში აქტიური ჩართულობის.
იხილეთ ფოტოები