„შემოდგომა დმანისში 2020 წელი“-დმანისის N2 საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
02-11-2020

დმანისის N2 საჯარო სკოლაში მაძიებელი პედაგოგების - ნინო არღვლიანისა და სვეტლანა ბაირამოვას ინიციატივით,  თემაზე -„შემოდგომა დმანისში 2020 წელი“ პროექტი განახორციელდა.

„სკოლაში ჩატარდა სურათების კონკურსი - „ჩემი თვალით დანახული შემოდგომა“, მოსწავლეებმა შემოდგომის  თემატიკაზე სურათები გადაიღეს, ფოტოები გადაიღეს საკუთარ სოფლებშიც. ასევე მოეწყო ნახატების კონკურსი - „შემოდგომა ჩვენ რაიონში“.  კლასებმა ინდივიდუალურად წარმოადგინეს, გამოფინეს და მოაწყვეს საკუთარი კუთხე, გამოფენა - „შემოდგომის საჩუქრები“.

მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მოსწავლეთა თვალით დანახული შემოდგომა მართლაც თვალწარმტაცია“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

პროექტის მონაწილე, გამარჯვებულ მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაციამ სიგელები  და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203