
რუსთავის N21 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე - მოტივაციით სავსე ბარბარე ბარბაქაძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული.
„ნელ-ნელა ვერკვევით ყველა საკითხში. ძალიან მოსწონს ბარბარეს თქვენი ტესტები. ელოდება ყოველ ხუთშაბათს დიდი სიხარულით, რაც მეც მახარებს. ჩვენ ჯერ ახლები ვართ, მისი მზრუნველი დამრიგებლის დამსახურებაა, რომ გწერთ და ვაქტიურობთ“,- სწერს izrune.ge--ს ბარბარეს მშობელი ლია ბეგაძე.
შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერს izrune.ge-ზე მათემატიკის ტესტის დღე იყო.