
გორის მუნიციპალიტეტის რეხის საჯარო სკოლაში გახსნილი საარჩევნო უბნის გამო, მოსწავლეები, 28 ოქტომბრიდან, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
სკოლაში სწავლა 4 ნოემბერს ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
სკოლის ადმინისტრაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ შემუშავებულ ყველა რეკომენდაციას იცავს.