
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა შემოდგომის თემაზე ლამაზი ნამუშევრები შექმნეს. მათი ხელოვნების მასწავლებელი ინგა გრძელიძეა.
„შემოდგომის ბარაქა ულევ მასალას იძლევა შემოქმედებისათვის, რაც მე-3 კლასის მოსწავლეებმა კარგად გააცნობიერეს, საკუთარ ფანტაზიასაც მოუხმეს და ასეთი ლამაზი და მრავალფეროვანი ნამუშევრები შემოგვთავაზეს.
აქ იყო ფანქრით, აკვარელით და კოლაჟის ტექნიკით შესრულებული ნახატები, რომლებიც დიდი მონდომებით დაამზადეს პატარებმა“,-გვიამბობს სკოლის წარმომაგენელი.
იხილეთ ფოტოები