ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მავნე ჩვევებზე პლაკატები და კედლის გაზეთები დაამზადეს
02-11-2020

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლასის საათის ფარგლებში მავნე ჩვევებზე საინტერესო ნამუშევრები დაამზადეს. მათი მასწავლებელი ინგა ხაჟომიაა. მე-8 კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს ინფორმაციული პლაკატები და კედლის გაზეთები.

„პასუხისმგებლობა-ადამიანები, როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ ამ სიტყვას (ცნება-ტერმინს), სხვადასხვა შინაარსს ვდებთ (ვგულისმობთ) მასში. საკმაოდ ხშირად ადამიანები ვაიგივებთ სიტყვებს „პასუხისმგებლობა“ და „ვალდებულებას“ „სავალდებულოობას“. სავალდებულოობა შეიძლება ითქვას, რომ არის პასუხისმგებლობის ერთ-ერთი გამოვლინებათაგანი. სავალდებულოობა და ვალდებულება არის გარკვეულწილად გარედან (სოციუმიდან ან სოციუმში მიღებული ქცევიდან) დაკისრებული „მიცემული“ (ნაგულისხმევი) მოვალეობათაგანი, ხოლო პასუხისმგებლობა (ამ სიტყვის ინდივიდუალიზირებული გააზრების ჭრილში) არის ის, რაც ადამიანმა თვითონ აიღო საკუთარ თავზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა არ შეიძლება ვინმემ მოგვცეს, პასუხისმგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენ თვითონ ავიღოთ, ან გვაქვს, ან - არა, მიზეზს კი ვერ ან არ ვეძებთ...

მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობას მე-8-გ კლასის გულიანი გოგო-ბიჭები (მასწავლებელი: ინგა ხაჟომია) არც ონლაინ გაურბიან...კლასის საათისთვის აირჩიეს მეტად აქტუალური საკითხი-მავნე ჩვევებზე, მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები, კედლის გაზეთები ...

გთავაზობთ მათ ნამუშევრებს! დიმა ბაზმანი, ანანო ბაზმანი, მარიამ ნაზარენკო, ცოტნე სულეიმანაშვილი, ლუკა სულეიმანაშვილი, მარიამ ფერცულიანი, ნიკოლოზ ტყეშელაშვილი, თეკლა ლანჩავა, მარიამ სუთიძე, სალომე მუსელიანი, ირაკლი ლაშქარეიშვილი, ნიკოლოზ ჩაკვეტაძე, ლუკა ჯულაყიძე, რევაზ აბუთიძე, მარიამ ახალაძე, ოთარ მემარნიშვილი...საოცარი ვიდეო ჩაუწერიათ ზვიად გულბიანს (პატარა მსახიობო, ყოჩაღ), მარიამ კლდიაშვილს (მასწავლებლის როლი ,,კარგად“ მოურგია), დათა ხუსკივაძეს (არ დაუმალავთ მავნე ჩვევები)...“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203