წყალტუბოს N1 სკოლაში საარჩევნო კულტურის ამაღლების მიზნით პროექტი ხორციელდება
02-11-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 14 ოქტომბრიდან პროექტი  -„მეტი შეგვიძლია-ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპაში“ ხორციელდება.

პროექტის მიზანია: მოსწავლეებმა იმიტირებული არჩევნების ჩატარების საფუძველზე გაითავისონ დემოკრატიის მექანიზმები, კონსტიტუციური უფლებები, შეძლონ პროირიტეტების გამოკვეთა და გონივრული არჩევანის გაკეთება. საარჩევნო კომისიის წევრთა როლების გათამაშებისა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე აიმაღლონ საარჩევნო კულტურა.

პროექტს ახორციელებს: „სიქა“, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს, ბერლინის განათლების, ახალგაზრდობისა და მეცნიერების დეპარტამენტის სენატისა და ბერლინის საქველმოქმედო ასოციაცია პარიტეტის მხარდაჭერით.

იმერეთში პროექტის კოორდინატორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

სკოლის მოსწავლეები წარმართავენ საარჩევნო კამპანიას. ამზადებენ ბუკლეტებს და აცნობენ თავიანთ საარჩევნო პროგრამებს ერთმანეთს.

„სკოლის ფოიეში VII კლ (დამრიგებელი დ. ჯიშკარიანი), VIII კლ. (დამრიგებელი დ.ლაჭყეპიანი) და IX კლ.(დამრიგებელი ი.არაბიძე) რამდენიმე კლასმა წარმოადგინა საინფორმაციო პოსტერი. საარჩევნო კამპანიას სკოლაში დირექციის მხრდაჭერით წარმართავს სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „ერთობა“ -კურატორი პედაგოგი ფიქრია გიორხელიძე და XI-ა კლასის მოსწავლე კლუბის ლიდერი მარიამ აფხაძე“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203