უბისის საჯარო სკოლის გამორჩეული პედაგოგი დაჯილდოვდა
30-10-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უბისის საჯარო სკოლას მასწავლებლის პროფესიული დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და პროფესიული კავშირის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ესტუმრნენ, რომლებმაც სკოლის გამორჩეულ პედაგოგს საჩუქარი გადასცეს.

„8 ოქტომბერს ჩვენი სკოლის მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული ადგილზე მიულოცეს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ და თინათინ ბოჭორიშვილმა, პროფესიული კავშირის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლალი სებისკვერაძემ.

მათ საუკეთესო პედაგოგს მანანა სახვაძეს მიულოცეს მასწავლებლის დღე. სათანადო საჩუქრები გადაეცა რჩეულ პედაგოგს. სასიამოვნოა ასეთი ყურადღება და გულისხმიერება, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს წარმატების გზაზე. მადლობა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მერიას, პროფკავშირს პედაგოგებზე და სკოლებზე ზრუნვისათვის“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203