ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე ტყეში კვლევა ჩაატარეს
30-10-2020

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ტყეში ჩაუტარდათ.

მოსწავლეები სკოლის სიახლოვეს გავრცელებული ორგანიზმების გაცნობის მიზნით სკოლის ახლოს მდებარე ტყეს ეწვივნენ, სადაც გამოიკვლიეს ხეებსა და ბუჩქებზე, ბალახებში და ნიადაგში ბინადარი მწერები, ობობები, ხოჭოები, ჭიანჭველები და სხვა მცირე ზომის უხერხემლო ცხოველები.

ბავშვები ხალისით აკვირდებოდნენ მცენარეებს, გააკეთეს ჩანაწერები, გადაუღეს ფოტოები დაკვირვების ობიექტებს. გაანალიზეს დაკვირვების შედეგები და გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები, თუ რატომ იკავებს ესა თუ ის ორგანიზმი ტყეში გარკვეულ ადგილს და რა თვისებები ეხმარება თითოეულ მათგანს საარსებო გარემოსთან შეგუებაში.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას და დემონსტრირებას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203