ჭუბერის საჯარო სკოლის დირექცია ორ პედაგოგს სტატუსის ამაღლებას ულოცავს
30-10-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა. დირექცია და თანამშრომლები ულოცავენ მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას და შემდგომ წარმატებებს უსურვებენ.

„უფროსი მასწავლებლის სტატუსს ვულოცავთ ჭუბერის სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს - ნაზიბროლა ხარზიანს და ინგლისური ენის მასწავლებელს - ლია ხუნდაძეს!“-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203