ვაშლევის საჯარო სკოლაში Covid-19-ის შესახებ შემეცნებით-გასართობი კონკურსი ჩატარდა
30-10-2020
ხარაგაულის მუნიცპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლში Covid-19-ის შესახებ შემეცნებით-გასართობი კონკურსი ჩატარდა.

„ვაშლევის საჯარო სკოლა მასწავლებელ ქეთინო ლურსმანაშვილის და პედკოლექტივის ძალისხმევით ყოველთვის გამოირჩევა შემეცნებით-გასართობი აქტივობების სიუხვით. დღეს სკოლაში ჩატარდა კონკურსი Covid-19-ის შესახებ. ღონისძიების მიზანი იყო, რეგულაციების დაცვის შესახებ ინფორმირებულობა.

კონკურსი ორი ეტაპისგან შედგებოდა: ნახატები და კოვიდ-19-ის ტესტები. კონკურის იდეის ავტორი და წამყვანი იყო საქართველოს წარჩინებულ მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე, სამი ოქროს მედლით, საპატიო ადგილის მფლობელები შოთი წიქარიშვილი. ორგანიზატორი: ლილი პაქსაშვილი. ჟიური:  ქ.ლურსმანაშვილი; ქ.გოგოლაძე; ლ.პაკსაშვილი.

კონკურსის მონაწილეები და ჟიური აღაფრთოვანა მეორე კლასის სსმ მოსწავლის დანიელ პაქსაშვილის ნახატმა", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ვიდეო და ფოტომასალა სრულად იხილეთ ლინკზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203