თბილისის N103 სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 180 წლის იუბილე და ქართული საბავშვო წიგნის დღე აღნიშნეს
30-10-2020

თბილისის N103 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა, დამრიგებელ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, ონლაინ დაგეგმეს და იმუშავეს პროექტზე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების 180-ე წლისთავს და ქართული საბავშვო წიგნის დღეს მიეძღვნა. 

„მოსწავლეებმა წაიკითხეს დიდი იაკობის მოთხრობები და ქართველ მწერალთა ნაწარმოებები. ამით პატარებმა მოკრძალებული პატივი მიაგეს დიდი იაკობის ხსოვნას და პატივისცემა გამოხატეს მისი ღვაწლის წინაშე. პროექტის მიზანი იყო ქართული წიგნისა და მათი ავტორების პოპულარიზაცია და მოსწავლეების აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბება. დაე, იაკობ გოგებაშვილის „დედაენით“  აღზრდილი წიგნიერი თაობა ღირსეული მამულიშვილები დადგნენ", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო




იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203