ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ​ტესტებს წარმატებით გადიან
30-10-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის აქტიური მოსწავლეები და მათი მშობლები, კვლავ დიდი მონდომებით განაგრძობენ izrune.ge-სთან თანამშრომლობას.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

„მე როგორც კლასის დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი, დღევანდელ ტესტს დიდი ინტერესით ველოდი, რადგან დღეს izrune.ge-მ მათემატიკის ტესტი შემოგვთავაზა. მადლობა izrune. ge-ს, რომ არსებობთ ამ პანდემიის პირობებში, როდესაც შეზღუდული გვაქვს აქტიური სასკოლო ცხოვრება, თქვენ გვაძლევთ იმის საშუალებას, რომ გაიხარონ ბავშვებმა თავიანთი შედეგებით და დიპლომებით.

დიდი მადლობა, ჩემს მოსწავლეებს, ასეთი საუკეთესო შედეგი რომ გვაჩვენეს! მადლობა მშობლებს, ამ აქტიურობისა და ჩართულობისთვის. ვუსურვებ წარმატებას ყველას და განსაკუთრებით ჩვენს ახალ სოფლის საჯარო სკოლას. წარმოგიდგენთ, ჩვენს ყოჩაღ, საამაყო და სასახელო მოსწავლეებს“,- აღნიშნავს კლასის დამრიგებელი მზიური ნაგერვაძე. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203